შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სიგიჟის დიაგნოზი ანუ რას ნიშნავს ადამიანობა

დღეს დიაგნოზი დამისვეს გიჟის,
ახლა ვიზომებ მე თეთრ ხალათებს .
ამიერიდან აღარ ვიდარდებ ,
გიჟს ხომ ვერავინ გამასამართლებს .

ამეკვიატე და სულ არ ვწუხვარ
თუ არ მეყოფა თეთრი არშია .
მე თუ გიჟი ვარ , მაშ,თქვენ იფიქრეთ ,
ქვეყნად მოვლენის არსი რაშია .

ეს ჩემი გრძნობა -განცდა არ ყოფნის ,
რადგან არ ვიცნობ თქვენგან არავის
და ჩემი გრძნობა - ადამიანის ადამიანად ყოფნა არ მყოფნის !

დავიწყებ სუნთქვას ლექსის ენაზე ,
გავბედავ სიტყვას ,ჯერაც არ თქმულის ,
იქნებ გასწავლოთ ფიქრი და სუნთქვა
სიტყვა ქართული ,ფიქრი ქართული ,
ადამიანური ,
გონივრული ,
სრული .

და რადგან უკვე ათასგზის სცადეს
გამოღვიძება ადამიანთა,
მაგრამ არასდროს გვჯეროდა ღმერთის ,
არ ვმეგობრობდით ადამიანთან ,
და მაინც , მინდა მეც ვცადო ბედი ,
ხმა გავიგონო ადამ , მე რანთა ,

არ ვითხოვ არას ,გარდა ამ ერთის :
ფერი ვიცვალო ადამიანად !

არ ვცნობ აქაურ ბრძენთა იდეებს ,
არც თქვენს სიყალბეს ,სიმართლის ნიღბით ,
აქ არ ვენდობი დასმულ დიაგნოზს
(ზღვას გადავცურავ პატარა ნიჩბით ) .

არ ვიცნობ არცერთ პირშიმთქმელ მამას ,
არც დედას ვიცნობ ,არ ვიცი ვინ ვარ .
ვეცადე კარგი მყოლოდა და-ძმა ,
არ ვიცი ვინ ვარ ,არ ვიცი სად ვარ ...

არ ვიცნობ გულწრფელ შეყვარებულებს ,
აქ ყველა თვრება ბილწი ფიქრებით .
არ ვიცნობ სულით ამაღლებულებს ,
დღემდე მაღელვებს ხვალ ვინ ვიქნებით !

ყველა ჩვენგანი რაღაცას მალავს ,
ყველას თავისი მოსწონს მიზნები .
მიმოიხედეთ ,ვინა ვართ,სად ვართ !
ზოგსაც აშინებს თავის სიზმრები .

ლოთად თვლით ვინც კი მიირთმევს ღვინოს ,
ვინც არ სვამს ის ხომ გიჟია ნაღდი .
წირვიდან მოსულ სხეულზე ითხოვთ დაცლას გრძნობების ,
ოფლის და ღვარძლის .

ითხოვს მილიონს ,თუმცა ცოტაა - მაქსიმალისტი ქართველი კაცი ,
ყველა შეკითხვას უცბად პასუხობს ,ესეც ნიშანი ქართველი კაცის ,

გიჟია , ვინც კი არ გგავთ მანერით ,
თქვენსავით ალბათ არ უსმენს უცნობს ,
მოხუცს თუ თავის ადგილს დაუთმობს ,
ქუჩაში ცეკვავს ,
მღერის ,
არ მორცხვობს ...

იცინის ხშიარად ,დადის ხალვათად ,
ბევრს ვერ აღიქვამს ადამიანად .
თავისუფლება სწყურია რადგან
ღმერთმა დაგვბადა ადამ -მე -ან-ად ...

თქვენ სულ არ ფიქრობთ ვინა ხართ,სად ხართ,
იგონებთ,უსმენთ ათას ჭორ-მართალს .
იმისათვის ,რომ თქვენს მეს გაექცეთ
გიჟად შერაცხავთ ყველა ჩვენთაგანს ...

მალავთ სიმართლეს შვილებთან ,დებთან ,
საკუთარ თავთან,სინდისთან ,ღმერთთან ,
იწყებთ შფოთიან ფორიაქს ძილში ,
რადგან ბრძოლა გაქვთ საკუთარ ბედთან . ..

ზუსტად არ იცით სად რა წამოგცდათ ,
ნოველა უკვე იქცა ცხრა ტომად .
წუწუნებთ ყველა უაზრობაზე ,
უშუქობაზე,
უფულობაზე,
უკაცობაზე,
უქალობაზე ...

გათელეთ ყველა სიწმინდე ფეხქვეშ,
სანთლის დანთება აქციეთ მოდად.
ჩვენ შთაგვაგონეს მოთმინება და
ხელს ნუ უბრუნებ თუ ერთხელ მოგხვდა !

ფასადურ გრძნობას არქმევთ სიყვარულს,
ლოშნით ერთმანეთს ,მერე შორდებით.
ხორცს დაიმშვიდებთ ,შემდეგ ალიონს ,
ყველა ჰორიზონტს ,საზღვარს სცილდებით .

პრეტენზია გაქვს ადამიანო ,
იყო პირველი ყველგან ,ყოველთვის .
წაგება შენთვის ხომ სიკვდილს უდრის -
გამოიყენე ყველა მომენტი !

მე არ მწამს შენი ,ადამიანო ,
არც შენი სიტყვის ,
არც შენი განცდის .
მე არ მწამს შენი ადამიანო ,
არც შენი ფიცის ,
არც შენი ჯვარცმის !

შენც ჩემებურად მსურდა გეფიქრა
და რადგან გიჟის მაქვს დიაგნოზი,
არ დამიჯერე და შეიყვარე
ყველა აშარი და ყველა ბოზი !

მიეცი გლახაკს ლუკმა სურვილით ,
ისე ,რომ ზიზღის არ გქონდეს ოდა ,
გულის კუნჭულში იქ ,სადაც ადრე
მალავდი ათას ჭორს ,საზიზღრობას .

იფიქრე ისე ,როგორც მე ვფიქრობ .
იფიქრე ,წერე ადამიანო !
იკითხე თუკი არ იცი რამე ,
გ ა მ ო ი ღ ვ ი ძ ე , ა დ ა მ ი ა ნ ო !!!

მარუსა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →