შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დაწერე

დაწერე,
დაწერე ,
დაწერე ,
მელანში დაიხრჩე თავი და
დაწერე,დაწერე
და წერე ,
სიმართლე დაწერე თავიდან !

დაწერე,
დაწერე,
დაწერე
თუ როგორ გაგიჟდა სული და
დაწერე,
დაწერე
და წერე ,
გრძნობები დაცალე გულიდან ...

დაწერე,
დაწერე,
დაწერე !
თეთრ ფურცლებს აჩუქე სიცოცხლე !
დაწერე,
დაწერე,
დაწერე ,
აღწერე თუ როგორ ვიცოცხლეთ !

დაწერე,
დაწერე,
დაწერე,
მელანში დაიხრჩე თავი და
დაწერე,
დაწერე
და წერე !
სიმართლე დაწერე თავიდან !!!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →