ჩანაწერი
Laravel
სიმშვიდისეული
ასეთი შვილი ვარ :
უძღები შვილივით
გავრბივარ სახლიდან
და მაინც ვბრუნდები ...
ისეთი მშვიდი ვარ ,რომ ცამდე მართალი
ყოველთვის ,
ყოველთვის,
ყოველთვის ვჩუმდები ...
ერთხელაც გაწყდება მოთმენის ძაფი და
არ ვიცი საიდან დავიწყებ...
თავიდან !
სურვილი ,რომელიც ძვლებს უკვე გავაძრე-
გავდივარ ჩემი და სხვა სახის საზღვრიდან ...
ერთხელაც ფასი ხომ ექნება დროს ,
წამებს ,
არ ვიცი საიდან აჯობებს მოყოლა ...
არ ვიცი ფინალი როგორი აჯობებს,
საკუთარ თავთანაც წავაგე ეს ბრძოლა .
ვერ ვპოვებ მარტოსულს ფიქრში რომ მაჯობებს ,
ძარღვები დამწყდება ყვირილით მგონია .
ფილტვებიც დასკდება ამდენი ჰაერით ,
წლებია სიმართლე არ გამიგონია !
ბინძური სამყარო !
დრო დადგა სხვაგვარი ,
დახეთქეს კედლები ფურთხით და ბზარები ...
იცინეთ, დაკაწრეთ სამყარო სიცილით ,
ნუ დამღლით ამდენი უაზრო აზრებით.
გაცვდა და გათავდა მელანი უჩემოდ,
ფურცლებსაც დაემჩნა სხვების ანაბეჭდი ...
არ ისმის ჩემი ხმა ,
არ არის ჩემი დრო ...
მე ახლა სამყაროს კარიდან გავედი ...
მარუსა
უძღები შვილივით
გავრბივარ სახლიდან
და მაინც ვბრუნდები ...
ისეთი მშვიდი ვარ ,რომ ცამდე მართალი
ყოველთვის ,
ყოველთვის,
ყოველთვის ვჩუმდები ...
ერთხელაც გაწყდება მოთმენის ძაფი და
არ ვიცი საიდან დავიწყებ...
თავიდან !
სურვილი ,რომელიც ძვლებს უკვე გავაძრე-
გავდივარ ჩემი და სხვა სახის საზღვრიდან ...
ერთხელაც ფასი ხომ ექნება დროს ,
წამებს ,
არ ვიცი საიდან აჯობებს მოყოლა ...
არ ვიცი ფინალი როგორი აჯობებს,
საკუთარ თავთანაც წავაგე ეს ბრძოლა .
ვერ ვპოვებ მარტოსულს ფიქრში რომ მაჯობებს ,
ძარღვები დამწყდება ყვირილით მგონია .
ფილტვებიც დასკდება ამდენი ჰაერით ,
წლებია სიმართლე არ გამიგონია !
ბინძური სამყარო !
დრო დადგა სხვაგვარი ,
დახეთქეს კედლები ფურთხით და ბზარები ...
იცინეთ, დაკაწრეთ სამყარო სიცილით ,
ნუ დამღლით ამდენი უაზრო აზრებით.
გაცვდა და გათავდა მელანი უჩემოდ,
ფურცლებსაც დაემჩნა სხვების ანაბეჭდი ...
არ ისმის ჩემი ხმა ,
არ არის ჩემი დრო ...
მე ახლა სამყაროს კარიდან გავედი ...
მარუსა
Laravel
კომენტარი
0