შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ჭრელი სათვალე

ვერ მოვიშორე სიმარტოვე ,შემისისხლხორცდა.
მარტოსულები სრულებით არ ვგავართ ერთმანეთს.
ხარკს ლექსით ვიხდი ,
ყველამ ხელი მე შემახოცა.
რა სირცხვილია !
დავშორდით ერთმანეთს ...
ვერ მოვიშორე მავნე ჩვევა ,
კანში გამიჯდა ...
ლექსების კვამლით რომ მოვგუდო
მინდა ფილტვები ...
მე შენზე წერა თვითმკვლელობის ფასი დამიჯდა ,
ახლა ფარსია ,მაშინ შენსკენ მართლა ვილტვოდი...
ადრე ვიტყოდი ,
რომ მე ასე არ მყვარებია ,
რომ ისევ იწვის შენი ვნებით
ჩემი სხეული,
რომ ჩემი მუცლით
ჩვენი შვილი მიტარებია ,
ახლა ?-მარტო ვარ ,
გადაღლილი ,
კენტი ,
ეული....
პოეტებს სუნთქვაც არ აქვთ საერთო ,
მე ვერ მოვირგე ვარდისფერი ,
ჭრელი სათვალე ...
ვერ მოგიშორე მავნე ჩვევა ,
ხოდა ,საერთოდ ,
შეუცნობელი დაგრჩი ,ჩათვალე !

მარუსა 01.12.2014
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →