შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გამაგრდი გულო

გამაგრდი გულო ! ყველაფერი ახლა იწყება !
შენ ყველა უნდა შეინანო ,
ნახო სიზმრები ...
როგორ ერთდება ცა და მიწა ,
როგორ მძიმდება,
როგორ ღვივდება ნაპერწკლიდან ცეცხლის ზვირთები ...

დამშვიდდი გულო ! სიკვდილებთან რა გაეწყობა ?!
უნდა დამარხო მეგობრები ,ძმები ,მშობლები ...
დღეს მოგონებებს მიაყარო შავბნელი მიწა,
ხვალ გაზაფხული დადგება და აყვავილდები....

გამაგრდი გულო ! ყველაფერი დასაწყისია !
ხვალ უარესად გეტკინება და დამუნჯდები ...
მერე ისწავლი ,რომ უგულოდ სჯობდა გეცხოვრა ....
ნუ მეურჩები ....

გამაგრდი გულო ! ყველაფერი ცუდად იქნება !
დაიმსხვრევიან იმედები ,- სიყვარულები ...
ხვალინდელი დღე დღევანდელზე მძიმე იქნება ...
ოღონდ დამშვიდდი და უფრო-რე ნუ გართულდები ....

მარუსა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →