ჩანაწერი
Laravel
რად მყვედრი
რად მყვედრი არ ვიცი , რომ დღემდე უშენოდ
მარტომ გადავცურე თერგი და არაგვი
ჩემს ქუჩებს აწვიმდა , აქუხდა , ათოვდა
და შემფარებელიც არ მყავდა არავინ .
ეს გზები ტიალი მარტოს გამივლია
და ვერაგ ცხოვრებას ვებრძოდი ხელებით ,
შიშველი თითებით ვამტვრიე წლები და
სიცოცხლის ბილიკი გავთელე სვენებით .
არ ჩანდა არავინ , ვინც ჩემად ჩავთვალე ,
ვინც გულმა მიიღო და სულთან მოვიდა .
ბედშავმა სწორი გზა ვერაფრით გავთვალე
ქარაფებს ვზვერავდი სიფრთხილით შორიდან .
რად მყვედრი არ ვიცი , რომ დღემდე უშენოდ
გავლიე ყველა გზა სწორი თუ დამრეცი .
და მაინც , წლებია მტკივა და ვერ ვგუობ ,
რომ ვებრძვი ჩემს თავს და ათასჯერ დავეცი .
ამტკივდა ზეციდან წვეთები წვიმათა ,
ხომ ვატყობ , ღრუბელი ნელ-ნელა იმატებს ,
მუხლებზე დამდგარი ყველა ღმერთს მოგმართავთ ,
რომ ასე ნუ მსჯით და ასე ნუ მიმეტებთ !
ბალახებს სუნი სდის დღეს უკვე მაისის
და ჩემი გრძნობები შენდამი გახუნდა .
ამტკივდი დღეს მაინც და ექო ჩამესმის ,
რომ შენი წაწალი კვლავ მთაში დაბრუნდა ....
შენ ჟინს დაიოკებ ქალასთან ფერებით ,
მე კი კვლავ უშენოდ სიცოცხლეს გავბედავ .
ვერასდროს დატკბები შენ ჩემი მშვენებით ,
მე ისევ ჩემს თავხედ ცხოვრებას გავხედნი !
რად მყვედრი არ ვიცი , რომ დღემდე უშენოდ
მარტომ გადავცურე თერგი და არაგვი ,
ჩემს ქუჩებს აწვიმდა , ათოვდა , აქუხდა
და შემფარებელიც არ მყავდა არავინ ...
მარუსა
მარტომ გადავცურე თერგი და არაგვი
ჩემს ქუჩებს აწვიმდა , აქუხდა , ათოვდა
და შემფარებელიც არ მყავდა არავინ .
ეს გზები ტიალი მარტოს გამივლია
და ვერაგ ცხოვრებას ვებრძოდი ხელებით ,
შიშველი თითებით ვამტვრიე წლები და
სიცოცხლის ბილიკი გავთელე სვენებით .
არ ჩანდა არავინ , ვინც ჩემად ჩავთვალე ,
ვინც გულმა მიიღო და სულთან მოვიდა .
ბედშავმა სწორი გზა ვერაფრით გავთვალე
ქარაფებს ვზვერავდი სიფრთხილით შორიდან .
რად მყვედრი არ ვიცი , რომ დღემდე უშენოდ
გავლიე ყველა გზა სწორი თუ დამრეცი .
და მაინც , წლებია მტკივა და ვერ ვგუობ ,
რომ ვებრძვი ჩემს თავს და ათასჯერ დავეცი .
ამტკივდა ზეციდან წვეთები წვიმათა ,
ხომ ვატყობ , ღრუბელი ნელ-ნელა იმატებს ,
მუხლებზე დამდგარი ყველა ღმერთს მოგმართავთ ,
რომ ასე ნუ მსჯით და ასე ნუ მიმეტებთ !
ბალახებს სუნი სდის დღეს უკვე მაისის
და ჩემი გრძნობები შენდამი გახუნდა .
ამტკივდი დღეს მაინც და ექო ჩამესმის ,
რომ შენი წაწალი კვლავ მთაში დაბრუნდა ....
შენ ჟინს დაიოკებ ქალასთან ფერებით ,
მე კი კვლავ უშენოდ სიცოცხლეს გავბედავ .
ვერასდროს დატკბები შენ ჩემი მშვენებით ,
მე ისევ ჩემს თავხედ ცხოვრებას გავხედნი !
რად მყვედრი არ ვიცი , რომ დღემდე უშენოდ
მარტომ გადავცურე თერგი და არაგვი ,
ჩემს ქუჩებს აწვიმდა , ათოვდა , აქუხდა
და შემფარებელიც არ მყავდა არავინ ...
მარუსა
Laravel
კომენტარი
0