ჩანაწერი
Laravel
რამდენჯერ
რამდენჯერ მეძინა შენს მკლავზე განაბულს ,
რამდენჯერ ჩემს ტანზე არწიე ტორები ,
რამდენჯერ არ შევხვდით ერთად ჩენს გაზაფხულს ,
რამდენჯერ ვალეწეთ სიყვარულს რტოები .
და ახლა ფიქრები მტანჯავს და მაწვალებს ,
რომ ვიღაც ჩემს ნაცვლად გკოცნის და გეხვევა
და შენ კი ვიღაც სხვის , სხვა ქალის ნაწნავებს
თითებზე იხვევ და გრძნობები გერევა .
ამტკივდი სულისავ , მოდი და მიშველე !
ეს ზეცა უშენოდ ცრემლებად დაიქცა .
ტანიდან შემიშრე წვიმების სისველე ,
ბავშვი ვარ , იმედიც ბავშვივით წამექცა .
რა მოხდა , თუკი სხვამ მიგიხმო თავისთან
და ვნებით აცოცხლებთ ობიან სარეცელს .
რა მოხდა , თუკი ხვალ შემხვდები თვალმზიანს
და ის სხვაც თუკი შლის საჩემოდ საცეცებს !
მე მაინც იცოდე , დაგიცდი , რა მოხდა ,
ბავშვი ვარ , ვისწავლი ცხოვრების გაკვეთილს
და ამ სიყვარულით სულიც თუ ამომხდა
არ ვნანობ !
რჩეულებს ბედი გვაქვს ასეთი !
მარუსა

კომენტარი
0