შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

babuachemi

mariam meshvildishvili 9 წლის წინ
ენამზიანი და ზამთრის გულში
ტკბილი ქართულით მოლაპარაკე
ჰყვებოდა მშვიდად ბუხრის გუგუნში
საბა-სულხანის იგავ-არაკებს.


არ იშორებდა წელზე სატევარს,
ბატონკაცურიშვენოდა წვერი,
უყვარდა ლხინში გამის გათევა,
მოგონებები ძველთაგან ძველი.



უყვარდა მოხუცს ხმალამოწვდილი
ქართველის ეშხი და სილამაზე,
უყვარდა შვილი და შვილიშვილი-
ამგერებული არწივის ხმაზე.
Laravel

კომენტარი

1
გთხოვტ დაალაიკეთ
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →