შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

13 ივნისი

გაცრეცილა ყველა გრძნობა
განურჩევლად ფერებისა
ცოდვა რისხვად თავს დაგვატყდა
წაგვლეკა და ცრემლი გვდინა

ცას წაერთვა თვალის ჩინი
გადაეკრა შავი ფარდა
და ზაფხულის ნათელი დღე
გლოვის ღამედ გადაიქცა

გულს აგლეჯდა საქართველოს
ყვავ-ყორნების შავი რისხვა
წაართვა და დაიმონა
ქალ-ვაჟების თბილი სუნთქვა

თურმე მართლა წამებს ძალუძს
ჩვენი ქვეყნის ხელთ ჩაგდება
მაგრამ ჩვენ პატარა მიწას
ღვთისმშობელი მუდამ იცავს

დღესაც მხოლოდ მისთვის გალობს
კალთას გვფარავს დედა ღვთისა
ჩვენ კი ლოცვით შევეწევით
გულგაგლეჯილ წმინდა მიწას.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →