ჩანაწერი
Laravel
ნელ-ნელა გრძნობაც მიჰყვება მხატვარს
ფანჯრებთან ლანდათ დამდიხარ ისევ
იქნებ მაგიდას მივუსხდეთ სადმე
მოგონებებიც ჩაიდგამს ადგილს
ჩვენთან ერთად იცეკვებს ღამეც
ხედავ იღვრება წლები ტანგოში
ღრუბლები გვართმევს ნელ-ნელა წამებს
მუზები ჩვენთან ძუნძულსაც ბედავს
გალუმპულ ჭადარს უყვება ამბებს
შემოვეხვიოთ გაყინულ ხეებს
ისინი ჩვენთვის კერპებად გაჩნდნენ
მერე ვუარყოთ როგორც გვჩვევია
და დავუბრუნდეთ უფერულ ხელებს
ნელ-ნელა გრძნობაც მიჰყვება მხატვარს
შავ-თეთრ სხეულზე აკინძავს ფერებს
ფუნჯებს დაუკრავს ნოტების ხმაზე
და თავის ტილოს აჩუქებს ზღაპრებს.
იქნებ მაგიდას მივუსხდეთ სადმე
მოგონებებიც ჩაიდგამს ადგილს
ჩვენთან ერთად იცეკვებს ღამეც
ხედავ იღვრება წლები ტანგოში
ღრუბლები გვართმევს ნელ-ნელა წამებს
მუზები ჩვენთან ძუნძულსაც ბედავს
გალუმპულ ჭადარს უყვება ამბებს
შემოვეხვიოთ გაყინულ ხეებს
ისინი ჩვენთვის კერპებად გაჩნდნენ
მერე ვუარყოთ როგორც გვჩვევია
და დავუბრუნდეთ უფერულ ხელებს
ნელ-ნელა გრძნობაც მიჰყვება მხატვარს
შავ-თეთრ სხეულზე აკინძავს ფერებს
ფუნჯებს დაუკრავს ნოტების ხმაზე
და თავის ტილოს აჩუქებს ზღაპრებს.
Laravel
კომენტარი
0