შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წისქვილი

mari xasaia 9 წლის წინ
გარეთ თოვდა. აბგად ჰქონდა ერთი მუჭა ხორბალი.
ქარი ქროდა, ქარი ქროდა, ტრიალებდა ბორბალი.
აღარც ფაცხა , აღარც ქისა , აღარც ჩინი თვალისა...
კაცი, საცხა ასი წლისა , იხსენებდა თავისას.
ამრიაო, დამრიაო, ქოვა თქუ დო ვარიაო,
ქინძისთავიც არ მაჩუქა, დედის ნახსოვარიაო.
ველად ვსდიე. აბა, წიე, ჯანიანი ვიყავი,
თუმც, მალევე დავეწიე, ვერაფერი ვუყავი
-გოგო, გოგო, თვალკაკაბა,
ხვალვე ცოლად შეგირთავ!
ცხრა სულ მსახურს დაგიყენებ,
ცხრა ძმას დავთმობ შეგირდად...
ასე მითხრა:- არ მინდაო, ბიჭო, შენი დოვლათი.
რაც მაცვია იმითაო, სხვას მივყვები ცოლათო.
ამრიაო, დამრიაო, ქოვა თქუ დო ვარიაო,
ქინძისთავიც არ მაჩუქა, დედის ნახსოვარიაო
კაცი, საცხა ასი წლისა , იხსენებდა თავისას...
აღარც ფაცხა, აღარც ქისა, აღარც ჩინი თვალისა
გარედ თოვდა, აბგად ჰქონდა ერთი მუჭა ხორბალი,
ქარი ქროდა, ქარი ქროდა, ტრიალებდა ბორბალი
Laravel

კომენტარი

1
მაგარი ლექსიააააააააააა
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →