შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ცხრა ზღვას იქით

ერთხელაც დავლევ, მოვშორდები ყველაფერ შავბნელს
სულით და ხორცით სხვა სამყაროში გადავარდები
იქ კი, ცხრავე მთას გადმოვლახავ და ზღვასაც ცხრავეს
და შემოვამტვრევ ცრაკლიტულის იმ ცხრავე კარებს.
მერე კი თრობის ილუზიაც წუთებს გაჰყვება,
სინამდვილე კი გამიღვიძებს ისევ ძველ დარდებს
რა მეშველება, შენს ლოდინში დრო თუ გაჩერდა
სამარადისოდ მოვინატრებ სიკვდილსა მწარეს...
მეორედ დავლევ და ავირჩევ სიკეთის მხარეს
ღმერთი დამინდობს და მიბოძებს იმ ცხრა გასაღებს
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →