შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მეთერთმეტე სართულია

ლურჯს ვხედავ,
ლურჯია, — ცას და ფერს, ასეთს.
ძლიერად უჭირავს ცას წყალი, —
ქუჩად ქარია, როგორც წინათგრძნობა,
რომ წყალი წვიმას დაიწყებს
ჩქარა
გადაირევა ხე - ხეში,
გაიშმორება ქუჩა.

მარტო ვარ.
ჩანს, ეს არასაკმარისია,
ახალი ადამიანისთივს:

თითები ისევე გრძელია, - სარკე - და თეთრი
მხრები, ბეჭები, კისერი — თეთრია,
(ძველებური) თვალებია, მაგრამ ტკივილით სავსე.
ქარია, ლურჯი ცა, ვერები,
ხეები, ფოთლები, ველები,
შუქები, ელქტრონები, ლამპიონები.
რაღაც მაბრაზებს, რაღაც სხვანაირი მიტოვება.

ძლიერ მინდოდა მე შევცვლილიყავი, —
ვერ შევიცვალე.
მე განვიცადე ერთადერთი ვნება - შეხება.
ამქვეყანაზე.

მხოლოდ შეიძლება საათობით ამბები მოყვე,
მაგრამ რაც შენში განცდაა, ტკივილი, ვერავის გაუზიარებ.
განცდები არ ზიარდება.
და თუმცა მე ვარ, მაინც მუდამ მივდივარ.
როგორც თეთრი სიზმარი:
სულ მაწვალებდა ის, რაც თვითონ მომეჩვია,
კი არ მივიღე, თვითონ მიმიღო, და ის მინდა,
როგორც რაღაც შორეული მოგონება, რაც არ მინდა
ის მინდა, რაც მძულს, მომშორდეს - ეს მინდა.

მე წუხელ მოვკვდი,
ცა, ველები,
ჭირვეულ გარიჟრაჟზე
რადგან მე შევწყვიტე ოცნება უსასრულო.

ღმერთო, თუ მაწამებ,
რაღას მიტოვებ ძველებურ გულს?

ხეები, ფოთლები, ველები,
ხეები, ფოთლები, ველები, და მიწა.

ახლა მე სახლიდან გასვლა, —
და ვიღაც მინდა ჩემნაირი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →