შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ანგელოზები დედამიწაზე

ისევ ზნეობა, ისევ მორალი,
ანგელოზები დედაამიწაზე,
ჩუმი შეხვედრის დანატოვები
და თბილი ეშხით წუთის სინათლე.
ისევ სხეული, მიწის ნაყოფი,
ცოდვით გასვრილი და ნათოვები,
წყნარი ფიქრები , მშივიდად ნისლებით
დანალოდები და ნაბოძები.
თითქოს ახალი თოვლის ნადები,
აღარც კი უნდათ ღამენათევი.
სულის ფარდები, მძიმე კარები,
დაუნახავი,დაუფასები.
ისევ პაუზა, ჩუმი ნოტებით...
და მოლოდიინი ღამის ოცნებით,
გაშიშვლებული მიწის მონები,
სულის ჩარდახის კარზე გოდებით.
ბოლოწვეული, ახლად რჩეული,
ყველა ერთმანეთს ცინებს ღრეული,
ზოგი ლამაზი სიტყვით გრძნეული,
ზოგი მართალი სიტყვვით რჩეული,
ისევ ზნეობა... ისევ მორალი ...
თუმც იუდა ზის მარცხნივ, ჩვეული.
ნუ გაშიშვლდები ხორცით წვეული,
ფარდა გახსენი სულზე ხვეული.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →