შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დაბრუნდი თამუნია

დაბრუნდი თამუნია
თორემ მოადგა კარებს ზამთარი,
დაბრუნდი თამუნია
ღამე მომაკლდა შენით გამთბარი,
დაბრუნდი თამუნია
თორემ მოაწყდა ფანჯრებს ქარბუქი,
დაბრუნდი თამუნია
თორემ მომაკლდა სითბო და შუქი,
დაბრუნდი თამუნია
სანამ ტკივილი დასეტყვავს ფურცლებს,
დაბრუნდი თამუნია
სანამ ეს გული ფეთქავს და უძლებს,
დაბრუნდი თამუნია
სხივი მომაკლდა სითბო მომაკლდა,
დაბრუნდი თამუნია
სუნთქვა ჩაბერე გრძნობებს მომაკვდავს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →