შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მეგობარი

არ გეგონოს,რომ თუ სუნთქავ ცოცხლობ,
რადგან სიცოცხლე ამას არ ჰქვია.
არ გეგონოს,რომ ყველა ხორციელს
ადამიანის სახელი ჰქვია.
ყველა კუკლუცობს, ყველა გიღიმის
სულ ყველა ნიღბით დაიარება ,
ის მეგობარი დღეს,რომ გიცინის
ხვალ გასაჭირშიც შენთან იქნება !?
ნამდვილ მეგობარს წლები გვიჩვენებს ,
წლები გვიჩვენებს ვინ,სად,რა არის.
არ დაგავიწყდეს დღეები მირბის,
წლები წლებს მისდევს დრონი იცვლება,
დღეს თუ არ გიჭირს ხვალ მომავალში
რა იცი იქნებ გაგიჭირდება ?
ის მეგობარი დღეს,რომ გიცინის,
ხვალ გასაჭირშიც შენთან იქნება !?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →