შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მე და შემოდგომამ...

მე და შემოდგომამ ერთად გაგიხსენეთ,
ორივემ შემოვიცვით მანტია,
ქარი დამეძებდა გუშინ საღამოდან
ძვლებში უშენობა მამტვრევდა....

ახლა ამ ხეებს რომ ვაკვირდები,
მაშინდელივით ვეღარ ხარობენ
დაბერდნენ მგონია და მათაც სტკივათ
ჩამოცვენილი ფოთლები ირგვლივ....

იცი,ისევ იმ ბაღში ვზივარ და გიცდი
თავს ვაჯერებ რომ წუთი წუთს მოხვალ,
მერეღა მახსენდება რომ ერთნი აღარ ვართ
და ცალ-ცალკე გზებზე ვდგევართ....

ვაი თუ შენც დაჭკნე ერთ დღეს ჩემში და
ქარმა გადაგმალოს თავისთან,
როგორ დავიჯეროთ მე და შემოდგომამ,
რომ არ დაბრუნდები ნოემბრად?....
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →