შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

აგონია

დალეწეთ ზღვრები ჯერ არ ნახული
დახიეთ სული ტანჯვის ეკალით,
ათასწლეულის პირქუშ მიჯნიდან
მომესალმება ჩემი ცხედარი.

გააღეთ კარი - ცეცხლმოდებული
და გადაადნეთ სისხლის წვეთები,
ათასწლეულის პირქუშ მიჯნიდან
ბნელ სივრცეებში გადავეშვები.

დაყარეთ გზებზე ცივი გვამები,
რომ უკვდავებამ წყალი დალიოს,
უბოროტესი ღამის სიზმრებით
შევეგებები დილის ალიონს.

მიხილეთ ხორცის უტყვი მოწამე
და ტკივილებით სავსე მხედარი,
ათასწლეულის პირქუშ მიჯნიდან
მომესალმება ჩემი ცხედარი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →