შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ოღონდ გამიღიმე ერთხელ

Kტიონი 8 წლის წინ
პორტრეტს დაგიხატავ შავ თეთრს,
ფერადს ვერ გპირდები კარგო,
ახლა მაპატიე, ოღონდ
ჩემო მომღიმარო ვარდო.
ოღონდ გამიღიმე ერთხელ,
სახეს არ უხდება სევდა,
ფერადს ვერ დაგხატავ ნაღვლით,
აი მომისმინე - ვხედავ.
როცა გაიღიმებ მაშინ
უფსკრულსაც გაანათებ ვიცი,
ცრემლი შეიმშრალე თვალზე,
ღაწვზე მოიშორე თითი.
შენ მაძლევ ცხოვრების ხალისს,
შენ ათბობ გაყინულ, ამ გულს,
მზეს შევადარებ შენს თავს,
-და გალაქტიკას შენს სულს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →