შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ბავშვსაც შეუძლია თურმე "პოეტობა"

კულიეცკოვ 6 წლის წინ
ბავშვსაც შეუძლია, თურმე პოეტობა,
ისიც წუხს, მასაც აქვს გული,
როდესაც ეძებს, რაღაცას ისეთს,
ფიქრობს რომ არის გზადაკარგული.
მასაც შეუძლია სიყვარული,
მასაც სტკივა სათუთი გული,
ისიც ფიქრობს რა გააკეთოს,
რომ თეთრ ფურცელზე ცრემლი დააწვეთოს.
მასაც სურს ყოველი დღე თბილად გაატაროს,
რომ ცუდი მოგონება წყალს გაატანოს.
მას უნდა იმღეროს, იტიროს სიყვარულზე,
კალმიდან ცრემლები კვლავ დაამთხიოს,
მასაც სურს რომ მიიღოთ,
ეს სტერეოტიპი რომ დაამსხვრიოს.
მიეცით ნება მანამდე იტიროს,
სანამ არ ეტყვით რომ მან იცინოს.
ბავშვსაც შეუძლია ცრემლი ანთხიოს
და დიდს გაეჯიბროს, კალმები ამსხვრიოს.
მასაც შეუძლია სიყვარული,
მასაც შეუძლია ღელვა,
მასაც შეუძლია გამარჯვება
და თქვენი სიტყვების ძლევა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →