შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

წრეწირზე დავალთ..

მოჯადოებულ წრეწირზე დავალთ,
ათვლის წერტილსაც თამამად ვირჩევთ.
კი არ ვჩერდებით, დავდივართ მაგრამ
ათვლის წერტილთან ვბრუნდებით ისევ.

შემდეგ სხვა წერტილს ვირჩევთ საწყისად
წრეწირზე ტრიალს ვეჩვევით კარგად,
თითქოს ჯინაზე - აღარც ტეხილი,
სიბრტყეზე ყველა ფიგურა გაქრა.

მოჯადოებულ წრეწირზე დავალთ
სიბრტყეზე მხოლოდ წრეწირი დაგვრჩა,
-არც სხვა ფიგურა, არც სივრცის აღქმა..
აღარ დავეძებთ ფიგურას ახალს.


კახა ყავრელიშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →