შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სტუმარი ღვთსააო..

კარი გაუღეთო, სტუმარი კარზეაო,
შემოიპატიჟეთ - ღვინო სავსეაო.
სტუმარი დალოცეთ, სტუმარი ღვთისააო,
პური მიაწოდეთ - წესი წესიაო..

კარი გაუღეს და შემოიპატიჟეს,
ღვინო დალიეს და დილამდე იქეიფეს,
კიდევ ჩამოასხი - უთხრეს მერიქიფეს,
სიცოცხლე დავლოცოთო - სამყარო იღვიძებს.

კიდევ ჩამოასხეს, წამოდგნენ ფეხზე და
სიცოცხლე დალოცეს, სტუმარიც ფეხზე დგას,
სტუმარს გაუკვირდა: ეს რა ხალხიაო,
უცხოს კარს უღებენ - ჩვენი წესიაო.

ისიც დაილოცა, ადიდა სიცოცხლე
სიკვდილი მქვიაო - თქვენ დიხანს იცოცხლეთ.
სიკვდილი მქვიაო - ვჩქარობ და მიცნობდეთ
დრო მოვა მასპინძლად მიგულებთ, იცოდეთ.

სტუმარი ჩქარობსო - სტუმარი ღვთისააო,
სტუმარ-მასპინძლობა ჩვენი წესიაო,
გზა დავულოცოთო - სტუმარი რას იფიქრებს,
ერთიც ჩამოასხი - უთხრეს მერიქიფეს.


კახა ყაველიშვილი, 2019 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →