შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დაუსრულებელი “NOCTURNE”-ებიდან

ცელქი თითები პირუეტებით
დასთამაშებენ ნაცნობ კონტურებს...
და შუაღამის გამჭვირვალე სილუეტები
მაგონებენ მუცლით ორსულებს...
ღამე ორსულობს...
ღამე ორგულობს...
ვერ შობილან განთიადები...
თავის ანარეკლს ვერსად პოულობს
ზეცის სარკეში
ჩაძირული ცისკრის ნაფლეთი...

2015 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →