შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

კონგენიალურობის მისტერია

(რემინისცენციები)

თუ ჩემი მზერის,
თვალსაწიერის
არ ხარ საზღვარი,
გადაეღობე, რატომ–მითხარი–
ჩემს თვალთა ხედვას?...
და როცა განგებ
დაიხშობ სმენას,
ყურს უგდებ როცა დუმილის ჰანგებს,
სიმფონიას, წამის ყოველის,
რად მახსენდება მე მაშინათვე
ელვარე მთვარე და ბეთჰოვენი?

2014 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →