შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მე ისევ მიხმობს ლურჯი მდინარე

კვლავ ვეხეთქები ჩემი ტვინის დახშულ უნარებს...
ცივი გონების საზღვრებს, მდუმარეს,
ექსტაზში ვადგენ...
მე ისევ მიხმობს ლურჯი მდინარე...
და სასწაულებს
შევიგრძნობ ზღვარზე...
იქ უნდა დავდგე,...
სადაც სხეულთა
გამოფიტულ, თალხ საწყაულებს
დღესასწაულთა
სილურჯე ავსებს...

2015 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →