ჩანაწერი
Laravel
მისტერიები
მარადიული ვნების მონები,
არასმქონეთა მთელი ქონების
მესაკუთრენი,
ამაოების კალოს ლეწავენ...
მარცვლებისაგან აზრებს თხზავენ...
აზრებით სიბრძნეს გამოძერწავენ,...
სარკაზმებით შეკაზმავენ,...
გამობრძმედავენ,...
ფერუმარილით შეამკობენ,...
გაამდიდრებენ,...
გააძვირებენ,...
უსასყიდლოდ დაარიგებენ,...
რათა ყოველის გული მოიგონ,...
მოინადირონ,...
სამუდამოდ დაისაკუთრონ...
ამ გზით ქაოსის ბნელში
ყოფნა თვისი
ერთიათად გაიხანგრძლივონ...
2004 წ.
არასმქონეთა მთელი ქონების
მესაკუთრენი,
ამაოების კალოს ლეწავენ...
მარცვლებისაგან აზრებს თხზავენ...
აზრებით სიბრძნეს გამოძერწავენ,...
სარკაზმებით შეკაზმავენ,...
გამობრძმედავენ,...
ფერუმარილით შეამკობენ,...
გაამდიდრებენ,...
გააძვირებენ,...
უსასყიდლოდ დაარიგებენ,...
რათა ყოველის გული მოიგონ,...
მოინადირონ,...
სამუდამოდ დაისაკუთრონ...
ამ გზით ქაოსის ბნელში
ყოფნა თვისი
ერთიათად გაიხანგრძლივონ...
2004 წ.
Laravel
კომენტარი
0