ჩანაწერი
Laravel
რემინისცენციები ..
(ჩაკეტილი წრეები)
დროის მორევი ნავსაყუდელს
ნაპირებს აცლის
და ოცნებები ემსგავსება
სტრიქონებს წაშლილს...
დრო, გარდასული, ირეკლება
ხედებში სარკის...
აუხდენელი მომავალი
წარსულში გარბის...
*
კვლავ ირეკლება სარკეებში
აწ გარდასული...
წრეებად შეკრა მომავალმა
ჩემი წარსული...
2009 წ.
ინიციაცია № N
(მეტამორფოზები)
ფერისცვალების ფარდა
მისი სამოსი გახდა...
ყოველი წამის განცდა
მარადისობას გასცდა,...
სიკვდილის წამის გარდა
და ისიც სიზმარს ჰგავდა...
2010 წ.
დროის მორევი ნავსაყუდელს
ნაპირებს აცლის
და ოცნებები ემსგავსება
სტრიქონებს წაშლილს...
დრო, გარდასული, ირეკლება
ხედებში სარკის...
აუხდენელი მომავალი
წარსულში გარბის...
*
კვლავ ირეკლება სარკეებში
აწ გარდასული...
წრეებად შეკრა მომავალმა
ჩემი წარსული...
2009 წ.
ინიციაცია № N
(მეტამორფოზები)
ფერისცვალების ფარდა
მისი სამოსი გახდა...
ყოველი წამის განცდა
მარადისობას გასცდა,...
სიკვდილის წამის გარდა
და ისიც სიზმარს ჰგავდა...
2010 წ.
Laravel
კომენტარი
0