შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

რეინკარნაციების გადაკვეთაზე

მე იმ სალოსის წრფელი სიგიჟე
ახლაც მაგიჟებს...
ისევ მიქარწყლებს სიკვდილის შიშებს...
არ გამოფხიზლდეს!...
არ გამოფხიზლდეს!...
სანთლის ნაღვენთში კვლავ აწობს თითებს
და ძერწავს თვალებს...
სწორედ , იმ თვალებს,
ცხელი შანთებით რომ დასთხარეს
ხუთასი წლის წინ...
ის, ალბათ, მაშინ გამუდმებით
ითვლიდა წამებს
სიკვდილზე ფიქრში...
ყინავდა ღამეს
ცრემლსა და სისხლში...
და გაქვავებულ სახეთა ნისლში
ის ახლაც ითვლის
იმ ცხელი სისხლით
გაყინულ წამებს...
ის ახლაც ითვლის...

2015 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →