ჩანაწერი
Laravel
სცენები არშემდგარი პიესებიდან
(უხილავი დიალოგის სცენა)
-„ბრმა სიამაყე“ კედელ-კედელ
ხელის ცეცებით
წინ მიიწევს და თოკის მარყუჟს ებღაუჭება...
ყინულის კეფა
მარყუჟში დნება...
მლაშე ცრემლებით
გალუმპულებს,
ვიღაც აგროვებს დუმილის წუთებს
და მერე არქმევს საუკუნეს...
სრულდება სცენა...
-არავინ კვდება?...
-არც დაცემაა, არც ამაღლება...
-სად არის შვება?
-თავდავიწყების მცდელობაა, მემილიონე!...
-ეს დიალოგიც პიესისთვის გამოიგონე?...
2015 წ.
-„ბრმა სიამაყე“ კედელ-კედელ
ხელის ცეცებით
წინ მიიწევს და თოკის მარყუჟს ებღაუჭება...
ყინულის კეფა
მარყუჟში დნება...
მლაშე ცრემლებით
გალუმპულებს,
ვიღაც აგროვებს დუმილის წუთებს
და მერე არქმევს საუკუნეს...
სრულდება სცენა...
-არავინ კვდება?...
-არც დაცემაა, არც ამაღლება...
-სად არის შვება?
-თავდავიწყების მცდელობაა, მემილიონე!...
-ეს დიალოგიც პიესისთვის გამოიგონე?...
2015 წ.
Laravel
კომენტარი
0