შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ნიღბების კოლექციონერი

ჩემს ძველისძველ სარკეში მწვევია მრავალგზის
მე ერთი ცოდვილი
პროფილით,
ლამაზით...
დღედაღამ ნიღბების ნამსხვრევებს
ამთელებს...
რომ შეაკოწიწებს,
ჩემს თვალწინ მოირგებს...
და მზერას ატყვევებს
სახის ჰარმონია...
ო, როგორ ამხნევებს,
ნიღაბი მე მისი სახე რომ მგონია!..

2013 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →