შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ამაოების უკიდეგანო სივრცეში ...

ამაოების უკიდეგანო სივრცეში, სადღაც,
უსასრულობის დასალიერთან
უმანკოებას კოცონზე სწვავდნენ...
სიცივისაგან გათოშილნი
ცეცხლის ალზე ხელებს ითბობდნენ...
ხელის გულები ასკდებოდათ
მწველი ცეცხლისგან,..
თუმც ვერ გაელღვო მხურვალებას
გაყინული გულები მათი...
კანკალს და ძრწოლას აეტანა ისინი უკვე,
როცა კოცონმა სხეულები
ფერფლად აქცია...

2004 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →