შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

აპრილი

იცოდე აპრილი მოვა და
მომტაცებს შენს ლამაზ თვალებს,
მთებში გადაგხიზნავს ვიცი და
სიყვარულს გადააბრალებს.
აპრილი მომტაცებს შენს ღიმილს,
ბაგეთა კუთხეში ჩაწნავს,
დილამდე გადაგღლის ამბორით,
დაგიშლის წაბლისფერ ნაწნავს.
იცოდე აპრილი მოვა და
მომტაცებს უთუოდ შენს თავს,
უარს თუ მივიღებ მე თვითონ,,
მოვიყვან მაგ აპრილს შენთან

18:45. 02.10.2015 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →