შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გავცვალეთ

მე და კვაზიმოტომ როლები გავცვალეთ,
პარიზის ქუჩები დაცლილა დარდისგან,
არ მინდა მონმარტი უშენოდ, მაცალეთ,
მაცალეთ, ნოტრდამი სხვავგვარი არ მინდა.
ამაღამ ფარნებთან მეძაობს სენა და
პარიზი სიზმარშიც კვლავ ესმერალდაა,
ამაღამ რატომღაც ვიქეცი სმენად და
ეს ხომ ის ხმა არის, ის სერენადაა.
მე და კვაზიმოტომ გავცვალეთ როლები,
მახინჯი სხეული მე ჩემიც მეყოფა,
სენაზე ფარნების ცვენაა ამაღამ,
და სხვისი გრძნობების უმსგავსო ხელყოფა.
22:30. 30. 2015წ.
Laravel

კომენტარი

2
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →