შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ერთობა ერთის ერესით ეცემა ..

ერთობა ერთის ერესით ეცემა
თავდება თაფლივით თითქოსდა თავდები
შემოდის შამანურ შიმშილით შემთხვევა
თაფლივით თაბორულ თესლების თანმდევი
ამიტომ არასდროს აუშვა აფრები
სიფრთხილე სულზეა სამსჭვალით საჭედი
სათუთი სიმებით სიტყვები საფრენი
აუწყე აკინძე ამბავთა აცმები
რადგანაც როდესაც როიალს რექვიემს
აკვნესებს არამად აწყობილ აქცენტში
შენსავით შავთეთრი შიფონზე შეიბნევს
პირსახეს პოეტურ პოზებით პარტერში
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →