ჩანაწერი
Laravel
მიწისძვრა
ვეფხისტყაოსანს რომ კითხულობს,თითებზე ითვლის,
ათი ტალანტის იგავიდან რამდენი ერგო,
დროა მოისხა უთვალავი ნაყოფი სულში
შენ ამ პოემის სიღრმეებში ჩარგულო ნერგო .
ის ამ ეპოქის ცხრაკლიტულში მალულად ცხოვრობს,
და სტრიქონების ჩრდილქვეშ მდგომი ელის განაჩენს,
დღეს ჩუმად ქართველ წმინდანების მოქმედებს ქორო
ხვალ ტარიელი უპირობოდ გვეტყვის დანარჩენს .
მას ავთანდილიც ერქვა ალბათ სადღაც ოდესღაც,
ის მოთმინებით შეკრავს სამებას !
უთავო მხედრის ცხენის ხმაა,
ვიღაც მიმოდის . . .
ერს განცვიფრებულს ენა დაება ;
- მიმოაქროლებს თავით ხელში რუსთველი შოთა,
სიტყვა შეჰბედა წმიდა სამებას :
ღმერთო მაღალო ! შეიბრალე შენგან ნაფიცი,
წამხდარა ერი ! რა დიდგორი,რაღა კრწანისი,
ახსენი ფარდა,მე უკვე აქ ვარ
მე ძველი მაცნე - აპოკალიფსის !
- მაღლა იელვა . . .

კომენტარი
0