ჩანაწერი
Laravel
გული
მე არ მინდა ვიყო დიდი ანთიმოზი,
არ მიტაცებს არც გაბრიელ ბერობა,
თუ პეტრეს სურს პავლეს ჯვარი,იაკობის. . .
აზრი ჰქონდა საიდუმლო სერობას ?
სულ არ ვნატრობ ღმერთო - ვიყო ჭავჭავაძე,
მაპატიოს და არც მერაბ კოსტავა,
კაცის ფარულ საკურთხეველს არ შეშვენის . . .
სამსხვერპლოზე სხვისი გულის მოტანა!
ყველა მიყვარს სინდისის ხმით - ჩემებურად,
მომწონს ჩემგან გახაზული წიგნები,
იმ მომავალს გაუმარჯოს დღეს რომ არ ვარ,
მაგრამ ხვალ რომ ქრისტეს ძალით ვიქნები!
თქვენთან მომაქვს სანატრელი საიდუმლო,
მზაკვარი რომ ვერ მისწვდება ვერავინ ,
მთავარია,არაფერი დავიგულო . . .
და არც სხვისი გავაფრინო „მერანი“.
17.02.2025
არ მიტაცებს არც გაბრიელ ბერობა,
თუ პეტრეს სურს პავლეს ჯვარი,იაკობის. . .
აზრი ჰქონდა საიდუმლო სერობას ?
სულ არ ვნატრობ ღმერთო - ვიყო ჭავჭავაძე,
მაპატიოს და არც მერაბ კოსტავა,
კაცის ფარულ საკურთხეველს არ შეშვენის . . .
სამსხვერპლოზე სხვისი გულის მოტანა!
ყველა მიყვარს სინდისის ხმით - ჩემებურად,
მომწონს ჩემგან გახაზული წიგნები,
იმ მომავალს გაუმარჯოს დღეს რომ არ ვარ,
მაგრამ ხვალ რომ ქრისტეს ძალით ვიქნები!
თქვენთან მომაქვს სანატრელი საიდუმლო,
მზაკვარი რომ ვერ მისწვდება ვერავინ ,
მთავარია,არაფერი დავიგულო . . .
და არც სხვისი გავაფრინო „მერანი“.
17.02.2025
Laravel
კომენტარი
0