ჩანაწერი
Laravel
ზეცასთან ახლოს
ციდან ცამდე ჩანდა ხელი აღმართული,
სულს კი სულში ჰქონდა თმები გადაწნული,
თითქოს ვარსკვლავები მწყობრად კამათობდნენ
ღმერთს კი მზესთან ჰქონდა განსჯა გამართული.
მზე რომ კაბადონზე ღვთისგან აიწევა,
ვარსკვლავთ დიდებასაც მოსდევს დასასრული,
ალბათ რაღაც სადღაც ჩვენზე პატარაა,
მაგრამ სადღაც რაღაც ჩვენზე სრულიც არის.
ღმერთს ხომ იდუმალი ჩვენგან ზრახვები აქვს,
მაგრამ ჩემში ახსოვს მისგან ჩანასვეტი
მზე რომ თავის სხივებს სხვებში მთავაზობდეს,
ღრუბლებს გადავწევ და იქვე არას ვეტყვი.

კომენტარი
0