ჩანაწერი
Laravel
შაორის ჯვარი
მრგვალ მინდორში-ლოკატორი,
ვით დევკაცის ცალი ყური,
ჩანს ენძელა ორად - ორი,
ტევრში ია, გარიყული ,
აქ -მერცხლების ყოველ დილით
გნიასია და ფერხული,
მიწას აზის ბეჭედივით,
ჭრელი ხარის ნაფეხური.
ცაზე ცურავს ღრუბლის ქულა,
ოზონს გასცდა - თეთრი ტივი,
ბუჩქნარებში გათანგულა,
ქარი ზმუის ფაშატივით,
ლექსებშიაც არის დოგმა,
ჰარმონია შესაშური
ბევრმა არა, იცის ზოგმა-
ჩემი ლექსის შარიშური.
ვით დევკაცის ცალი ყური,
ჩანს ენძელა ორად - ორი,
ტევრში ია, გარიყული ,
აქ -მერცხლების ყოველ დილით
გნიასია და ფერხული,
მიწას აზის ბეჭედივით,
ჭრელი ხარის ნაფეხური.
ცაზე ცურავს ღრუბლის ქულა,
ოზონს გასცდა - თეთრი ტივი,
ბუჩქნარებში გათანგულა,
ქარი ზმუის ფაშატივით,
ლექსებშიაც არის დოგმა,
ჰარმონია შესაშური
ბევრმა არა, იცის ზოგმა-
ჩემი ლექსის შარიშური.
Laravel
კომენტარი
0