შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მომავალს(დაჩის დაბადებისას)

ყლორტი შევნიშნე ჯირკზე-
ფურჩქნული სავენახედ,
ყველაფერია რიგზე,
სამამულეო ვნახე.
ვეცადე საკმარისი,
გამოვუხშირე ტევრი,
ყლორტო იყავი ღირსი.
არ გაახარო მტერი,
მადლობელი ვარ შენი,
უფლის წყალობავ ციდან,
აწი სიკვდილსაც ვშვენი,
წამოვალ როცა გინდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →