შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ცხოვრება მაინც კარგია

სუყველაფერი–ბარგია,
სუყველაფერი მძიმდება,
ცხოვრება მაინც კარგია,
ცხოვრება არ მოგწყინდება,

ზოგი–ეშმაკის თარგია,
ზოგიც–სიკეთით ბრწყინდება,
ცხოვრება მაინც კარგია,
ცხოვრება არ მოგწყინდება,

განა სიბერე ვარგია?!
უძლურებასთან წყვილდება,
ცხოვრება მაინც კარგია,
ცხოვრება არ მოგწყინდება,




იგორი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →