შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

არ გამაგონო

არ გამაგონო გიხმარია
სხვისი რითმიო!
არ დამაღონო გიხარია
ლექსი მითიო!
თუკი ეს სიტყვა სხვისას არ ჰგავს,
–თვისი ბუნებით,
თუკი ეს რითმა აზრებს ჰქარგავს,
ჩემი გუნების,
მაშინ მას ჩემი ხმა ჰქონია,
დამერწმუნები,
ჩემს ხარს ჩემივე აჰქონია
–აღმა ხნულები,
ერთმა ათასი აღაშენა,
–არ დაგმობილა,
ალბათ მიმიხვდით–დედაენა
ჩემიც ყოფილა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →