შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გახსენება

თავს მახსენებს ჭაბუკური ნეტარება–
ძველებური სიმღერები ახლდება,
სასთუმალთან სიზმარივით მეპარება,
თვალს გავახელ –კარის ზღურბლთან დამხვდება,

სიბერეში ვინ შესწვდება ვარდის კონებს,
დრო გასულა,დრო გასულა რამხელა,
სიჭაბუკეს ბარეორჯერ მოვიგონებთ,
მაგრამ ძველის რას გვიშველის გამხელა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →