შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სატრფიალო

სისხლ ამიდუღებს ძარღვებში
ტანი კოპწია
შვლის,

შენი შეხედვა თვალებში
ჩემთვის ძნელია
ჭირს,

ვხედავ სიზმარშიც ვუყურებ
მაგ თმებს–ფუმფულას
შლილს,

ცის ნამს ზამბახებს ვაპკურებ,
თვალიდან ცრემლი
მდის,

შენ გამინათე სიბნელე,
მაცნე სიკეთე
დღის,

მაგ გაღიმება, ჭირიმე
ჩემთვის სიცოცხლედ
ღირს,

გაბრწყინებული თვალები
განათებაა
მზის,

კაცი უმწეო ფრინველად,
ვერხვის ფოთოლზე
ზის,

არ აუქშიო ჭირიმე,
ჩამოვარდება
ძირს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →