შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დროებითია...

დროებითია ღვთის რისხვა:
ჭექა, ელვა და ქუხილი,
უკიდეგანო სისხლისღვრა,
უკიდეგანო წუხილი.,

დროებით ასეც მოხდება–
მეფე ვაზირად დაჯდება.
ნათელი აზრი მოკვდება
ცა დედამიწად ცხადდება,

ბოლოს იმარჯვებს დიადი,
ხალხში გადადის თქმულებად,
გაკაშკაშდება წყვდიადი–
ნაირფერ სამკაულებად.

..ჩემი ცხოვრებაც ნახევრად–
ნემსის ყუნწებში ძრომანი,
რჩება საწუთროს სახსოვრად,
ვით სევდიანი რომანი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →