შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ბრძოლა

არავითარი– დათმობა,
არავითარი –ზავი,
მძულს კაცის უნიათობა,
ჩამოშვებული მკლავი.

დათმობა–არავითარი
არავითარი –ზავი,
ჩათვალე ისევ შორს არის,
ყორნის ხმა გულსაკლავი,

არავითარი წუხილი–
უსაზღვრო გლოვის ზარი,
მხოლოდ და მხოლოდ ქუხილი.
მეობა საკუთარი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →