შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ოპტიმისტური( იუმორესკა)

არ აშენდა, არ იქნა და არ იქნა,
ოცნებები თვალ–ხელ შუა გამიქრა,
მივაწყდები, ხან აქა და ხან იქა,
არიქა!
არაუშავს სულ თავიდან დავიწყებ,
ცხრა კამეჩის სიძლიერით გავიწევ,
ცხრათვალა მზე ძველ სინანულს მავიწყებს,
მტერი არ და უმტერობას მოვიწყენ.

სანამ– ხორცი მარილზე არ გავიდა,
ჩამავალი მზე, სანამ არ ჩავიდა,
აგურს დავდებ, ავაშენებ თავიდან,
"წვეთს არ დავთმობ წუთისოფლის ჯამიდან"
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →