ჩანაწერი
Laravel
გაზაფხული
მიხარია გამოჩენა,
გაზაფხულის მნათის,
ისე როგორც ბალღობაში _
ბებოს ამანათის.
არა ერთი,არა ორი,
არა ცხრა და ათი
ნედლ მიწაზე ცხრათვალა მზის
დაჩნდა მარიფათი.
ყველაფერი ახალია,
შეგრძნებაა ახლის,
ეს მაისი ათასფერად
სურნელებას გვახლის.
თითქოს _ იავ,ჩიტუნიავ,
შარშან სულ არ ჩანდით,
გაზაფხული შემოსულა,
ყვავილების ჩანთით.
ტყეში დაჰქრის თბილი სიო,
მოშრიალე დავთრით,
ყველაფერი! ყველაფერი!
გაზაფხულის ხათრით.
გაზაფხულის მნათის,
ისე როგორც ბალღობაში _
ბებოს ამანათის.
არა ერთი,არა ორი,
არა ცხრა და ათი
ნედლ მიწაზე ცხრათვალა მზის
დაჩნდა მარიფათი.
ყველაფერი ახალია,
შეგრძნებაა ახლის,
ეს მაისი ათასფერად
სურნელებას გვახლის.
თითქოს _ იავ,ჩიტუნიავ,
შარშან სულ არ ჩანდით,
გაზაფხული შემოსულა,
ყვავილების ჩანთით.
ტყეში დაჰქრის თბილი სიო,
მოშრიალე დავთრით,
ყველაფერი! ყველაფერი!
გაზაფხულის ხათრით.
Laravel
კომენტარი
0