შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

დაჩის

გაფრენილა დრო და ჟამი,
ვარ სიკვდილის კარიბჭესთან,
წუთისოფლის ვცალე ჯამი
რაც უფლისგან დამიწესდა,
აღარ მიჭრის მკლავი ქველი,
როგორც უწინ, ადრე ძველად,
მაშ ჩამკიდე ბაბუ ხელი,
ამ შიშების დასაძლევად,
ღმერთს ვადიდებ, თანაც ამ დროს
სიტყვას ფოლადივით ვჭედავ,
შენს სიცოცხლეს გაუმარჯოს,
ჩემს სიკვდილის კარიბჭედან
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →