შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შეფარული ირონიით

გააფრთებული "კოვიდის"
ზარმა ჩამოჰკრა როცა,
ზოგი ჭირ მარგებელია
და სარგებელიც მოგვცა:-
მთას დაუბრუნდა მთიელი,
შიშმა გაიღო ჩქამი
და ფართე თვალებიანი
გაუფერულდა წამი,
აჟრიამულდა სოფელი
მიწას დაედო ფასი,
დიდი ხნის მიტოვებული
ტევრში ატირდა ვაზი,
მის დღეში რომ არ მინახავს
დამჭკნარ ვენახში კაცი...
გასხლა,გაფურჩქნა,გაკონა,
ალბათ გათოხნის აწი,
იღვიძებს ტურფა სოფელი
კორონასავით ჰყვავის,
ბიძგის მიმცემი ოდითგან-
ბარაქისა და ხვავის,
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე-
გადამირჩინე ერი,
(თუმც უარესი კორონა
გვყავს შინაური მტერი)
შენ დამილოცე სოფელი:
მისი მთა- მისი მდელო...
"კოვიდ ცხრამეტთან" ბრძოლაში-
იმარჯვე საქართველოვ!

იგორი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →