შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მშვიდობისთვის მებრძოლს...

მშვიდობისთვის მებრძოლს:–არა უშავს
დიდ საქმისთვის შეცდომაც დაუშვას..
დრო განკურნავს–წყლულებს მოუშუშარს,
დაუმადლე ვაჟკაცს შეუშიშარს,

ვინც აკეთებს შეცდომასაც სჩადის–
მსაჯულია თუ მცხობელი მჭადის,
რაც მეტია:სიგრძე –განი ბადის
მეტსაც იჭერს მეტი თევზიც გასდის,

ყველაფერი თავის ადგილს პოვებს,
ჩვენკი –ვაშა, დღეებს უსათნოესს,
მშვიდობის ხე ფართედ გაშლის რტოებს,
"დიდი გემი დიდ ნაკვალებეს ტოვებს".




იგორი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →